_111

ტექსტი

Friday, 5 April 2013

ისტ-ის როლი სასწავლო პროცესში

       ნებისმიერ ჩვენგანს  ყოველდღიურად უწევს შეხება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან. XXI საუკუნე წარმოუდგენელია  ინტერნეტის, მობილურისა თუ სხვა საკომუნიკაციოს საშუალებების გამოყენების გარეშე.
     დღევანდელი საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი. მას უნდა შეეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, გაანალიზება, წარმოდგენა-პრეზენტაციის გაკეთება. ასევე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ძირითადისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა ახალი მასალის გაცნობისას. ისტ-ის სასწავლო კურსის გამოყენებით მოსწავლეები უფრო  მეტი ინტერესით, ხალისითა  და ენთუზიაზმით ეკიდებიან სასწავლო პროცესს,  ადვილად ითვისებენ  მასალას.     



3 comments:

  1. მართალი ხარ ჟუჟო, ისტ-ს როლი მართლაც უკიდეგანოა დღევანდელ რეალობაში. ახალგაზრდობა, ინტერნეტსივრცის მეშვეობით, იმ ინფორამციის გარდა, რომლის მოძიებაც მოეთხოვებათ, იძიებენ მათვის საინტერესო და სასურველ ინფორმაციასაც. ზოგავენ უამრავ დროს, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ახალგაზრდობა ბიბლიოთეკებში დღეებისა და კვირების განმავლობაში ეძიებდა მათთვის სასურველ ინფორმაციას, დღეს კი ეს პრობლემა გადაჭრილია.
    თუნდაც გავიხსენოთ წარსულში როგორ ხდებოდა წერილის მიწოდება - დანიშნულების ადგილამდე რომ მიეღწია წერილს, თვეები სჭირდებოდა, დღეს კი ეს სულ რაღაც წამებშია შესაძლებელი, მობილურისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით.

    ReplyDelete
  2. გეთანხმები ჟუჟუ, 21_ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ისტ_ს გამოყენება სასწავლო პროცესში ზრდის მოსწავლის მოტივაციასა და ჩართულობას.

    ReplyDelete
  3. მეც გეთანხმებით..გღეს რომ ტექნოლოგიები არ ოყოს რა გვეშველება..ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლობენ ბავშვები ინფორმაციის მოძიებას სასწავლო პროცესი და მათ გამოყენებას პრაქტიკაში..

    ReplyDelete