_111

ტექსტი

Friday, 5 April 2013

ისტ-ის როლი სასწავლო პროცესში

       ნებისმიერ ჩვენგანს  ყოველდღიურად უწევს შეხება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან. XXI საუკუნე წარმოუდგენელია  ინტერნეტის, მობილურისა თუ სხვა საკომუნიკაციოს საშუალებების გამოყენების გარეშე.
     დღევანდელი საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი. მას უნდა შეეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, გაანალიზება, წარმოდგენა-პრეზენტაციის გაკეთება. ასევე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ძირითადისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა ახალი მასალის გაცნობისას. ისტ-ის სასწავლო კურსის გამოყენებით მოსწავლეები უფრო  მეტი ინტერესით, ხალისითა  და ენთუზიაზმით ეკიდებიან სასწავლო პროცესს,  ადვილად ითვისებენ  მასალას.